რეზონანსი
19.09.2023

თბილისში კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. თბილისში, გვიან ღამით, კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დოლიძის ქუჩაზე მოხდა.

მკვლელობა არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა. როგორც ცნობილია, დამნაშავე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია. კაცი ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა. მას ჭრილობა თავში აქვს მიყენებული. გამოძიება უკვე დაწყებულია.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა მისი ყოფილი მეუღლისა და სიდედრის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შემდეგაც თავის არეში მიიყენა დაზიანება. ის ამჟამად გადაყვანილია საავადმყოფოში. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება 11პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას. შემთხვევას შეესწრო გარდაცვლილის ორი არასრულწლოვანი შვილი და კიდევ ერთი პირი“, – განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსმა, ბაჩანა კვარაცხელიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×