რეზონანსი
19.09.2023

ირაკლი კობახიძემ განმარტა რა ეტაპზეა დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციის შესრულება. ამ თემაზე „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ მოვუსმინეთ ბორელს, ასევე მაღალი თანამდებობის სხვა პირებს, მათ შორის ბატონ კოპმანს, რომელიც ევროკომისიაში შესაბამის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. სწორედ ამ კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლის შინაარსიც არის შემდეგი: გაგრძელდება მუშაობა სამოქმედო გეგმაზე ევროკომისიასთან და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების საფუძველზე. ეს პროექტი გაეგზავნება პირველ რიგში ვენეციის კომისიაში, დაველოდებით იქიდან დასკვნას და ამის შემდეგ გააგრძელებს მთავრობა მუშაობას.

მეორე ნაწილში რეკომენდაცია იყო ის, რომ ჩვენ არ უნდა მიგვეღო კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც ეფუძნებოდა პერსონალიზებულ მიდგომებს. ჩვენ ასევე მოვუწოდეთ თავად ევროკომისიას, რომ მათაც უარი თქვან პერსონალიზებულ მიდგომაზე, თორემ ის ჩანაწერი, რომელიც მოცემულია 12 პრიორიტეტში. თავისთავად გულისხმობს პერსონალიზებულ მიდგომას და გახსოვთ, რომ სწორედ ასეთი პერსონალიზებული მიდგომით იყენებდა ბოროტად ამ ჩანაწერს თავის დროზე როგორც ოპოზიცია ქვეყნის შიგნით, ასევე კონკრეტული ევროპარლამენტარები და ოპოზიციასთან დაკავშირებული სხვა უცხოელი პოლიტიკოსები", - განაცხადა კობახიძემ.

ამიტომ, კარგი იქნება, თუ თავად ევროკომისია იტყვის უარს პერსონალიზებულ მიდგომაზე", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×