რეზონანსი
19.09.2023

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ყარაბაღის სომხების ეთნიკური წმენდის მიზნით კონკრეტული ქმედებების განხორციელებას შეუდგა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვინარჩუნებთ კონტაქტებს მთიან ყარაბაღთან, თუმცა არის გარკვეული პრობლემები კომუნიკაციაში. მაგრამ ზოგადი ინფორმაცია ის არის, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიას თავს დაესხნენ სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის არტილერიით, შემდეგ კი რამდენიმე მიმართულებით მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. აზერბაიჯანი ასევე უზრუნველყოფს ოპერაციების საინფორმაციო მხარდაჭერას. ჩვენთვის უცნაური და იდუმალი იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანმა რუსეთს ოფიციალურად აცნობა ამ ოპერაციების დაწყების შესახებ. რა თქმა უნდა, ეს არის ინფორმაცია აზერბაიჯანიდან. თუმცა ფაქტია, რომ ჩვენი რუსი პარტნიორებისგან ამ ოპერაციის შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია", - განაცხადა ფაშინიანმა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ყარაბაღში ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყების შესახებ განაცხადეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×