რეზონანსი
19.09.2023

მე მგონია, რომ [შარლ მიშელის] განცხადება არის დაბალანსებული, თუმცა, პოზიტიური მესიჯი მასში არის, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან" განაცხადა.

„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობაში და უამრავ საერთაშორისო ფორუმში მიმიღია მონაწილეობა აშშ-ში. დარწმუნებული ვარ, რომ ერთი რამ უნდა იცოდეს ყველამ: არ არსებობს ასეთ პოლიტიკურ პროცესში ისეთი პასუხი, რომ ერთ ან მეორე მხარეს მიეცეს გამარჯვების ყიჟინის ატეხის საშუალება, რადგან ისინი ხედავენ, თუ რა დაძაბულობაა აქ, შიგნით და თუ რამდენად დიდი უპირატესობა ექნება დღევანდელ ხელისუფლებას, რომ დამსახურებული კანდიდატის სტატუსი მიიღოს. აქედან გამომდინარე, კანდიდატის სტატუსის მოცემით შეიძლება ისე დამარცხდეს ისედაც დაშლილი რადიკალური ოპოზიცია, რომ ამან შეიძლება გარკვეული დისბალანსი შექმნას და კონკრეტული ადამიანის განცხადებამ ამაში გარკვეული როლი ითამაშოს. ამიტომ მე მგონია, რომ განცხადება არის დაბალანსებული, თუმცა, პოზიტიური მესიჯი მასში არის", - აღნიშნა ვოლსკიმ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა: „მივესალმები ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ დღევანდელ განცხადებას. კიდევ ერთხელ გავიმეორე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს წევრობის პერსპექტივისადმი. ახლა დროა, კონკრეტულად შესრულდეს საჭირო პრიორიტეტები კანდიდატის სტატუსის განსაბლოკად".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×