რეზონანსი
19.09.2023

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.  აქციის მონაწილეებმა სამთავრობო შენობაში შეჭრაც სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. მთავრობის სახლთან შეკრებილები სამართალდამცველებსაც დაუპირისპირდნენ.

ადგილზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. აქციის მონაწილეები „ნიკოლ ფაშინიანი მოღალატეს“ სკანდირებენ.

შეგახსენებთ, დღეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ მორიგი ფართომასშტაბიანი აგრესია დაიწყო”.

ყარაბაღში ვითარება ამ დრომდე უკიდურესად დაძაბულია. აზერბაიჯანმა ანტიტერორისტული ზომების მიღება გამოაცხადა. სტეფანაკერტში აფეთქებების ხმა ისმის. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ბაქომ სომხეთისთვის საჰაერო სივრცე დაკეტა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, აღდამის რეგიონთან, სადაც რუსული სამშვიდობო კონტინგენტია დროებით განლაგებული, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე ახორციელებენ ინტენსიურ იერიშს სხვადასხვა ტიპის იარაღიდან.

სომხური მხარის ინფორმაციით, დღევანდელი დაბომბვების შედეგად სტეფანაკერტში დაღუპულია 2 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან ერთი ბავშვია. დაჭრილია 26 ადამიანი. 

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ოპერაციის მთავარი მიზანია სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო ოპერაციაში ჩართვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×