რეზონანსი
19.09.2023

პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე, კახა ბექაურმა ComCom-ის გასული წლის ანგარიში წარადგინა, რომლის ფარგლებშიც, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის ტენდენციებიც მიმოიხილა. მისი თქმით, გასულ წელს, ამ ტექნოლოგიის მომხმარებლების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა და 1.080.000 შეადგინა.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 2022 წელს ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 70.6 ათასით გაიზარდა.

"ფიქსირებული ინტერნეტი საქართველოში არსებული 3385 სოფლიდან, 2510 სოფელშია ხელმისაწვდომი. დანარჩენ სოფლებში კი, სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ, სრულად ხელმისაწვდომი იქნება" - აღნიშნა კახა ბექაურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×