რეზონანსი
19.09.2023

ერთადერთი, ვისაც თქვენ ისეთ თანამდებობებზე, როგორიცაა: ცესკოს თავმჯდომარე, სახალხო დამცველი თუ სხვა, შეიძლება მხარი დაუჭიროთ, უცხოელი აგენტები არიან - თუ ვინმე უცხოელი აგენტი არ არის, გამორიცხულია, რომ მხარი დაუჭიროთ - თავად უცხოელი აგენტები ხართ და ერთადერთი, ვისაც მხარს უჭერთ, თქვენნაირი სხვა უცხოელი აგენტებია! - ეს განცხადება ოპოზიციის მისამართით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

აღნიშნული განცხადებით ოპოზიციას კობახიძემ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვის დროს უპასუხა.

კობახიძე იმასაც ამბობს, რომ კონსენსუსი ის პრინციპი არ არის, რითაც პარლამენტში თანამდებობის პირები უნდა ირჩეოდნენ.

„ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე და ორი წევრი სათანადო ვადით იმიტომ არ არიან არჩეული, რომ მათ ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა ყველა არჩევნები სათანადოდ ჩაატარეს. ოპოზიციის მხრიდან მათ მიმართ ნული კრიტიკა იყო, მაგრამ მხარი მაინც არ დაუჭირეს. საერთოდ, რა კონსენსუსზეა საუბარი? აქედან გამომდინარე, ჩვენ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ და არავის მივცეთ საშუალება იმისა, რომ ცესკო, როგორც ეფექტიანი ინსტიტუტი, ვერ შედგეს, რაც თქვენი ინტერესის საგანია. მუდმივად ცდილობთ გახვიდეთ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან და ინსტიტუტები გაიყვანოთ, რის საშუალებასაც არ მოგცემთ!" - მიმართა ოპოზიციას ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×