რეზონანსი
20.09.2023

ვაშაძის და მათი რადიკალური პროცესები ზუსტად იმის მაგალითია, რაზეც ისაუბრა უსაფრთხოების სამსახურმა და რის შესახებაც ჩვენ, „ხალხის ძალამ" წერილი გავავრცელეთ, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტში დღეს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი არის ქვეყანაში არეულობის მოწყობა.

„უნდა შევახსენო საზოგადოებას ჩვენი წერილი და უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგი, როდესაც ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს არის თურმე, ბოდვა. აი, დღევანდელი სურათი. ბოდვა კი არა, ეს არის რეალობა.

ამ ხალხის დღის წესრიგი არ იცვლება, არის დაპირისპირება და პროვოკაცია. რუსეთის ფედერაციას ჩააბარეს ტერიტორიები, რუსეთის ფედერაციას გადასცეს სტრატეგიული ობიექტები, ინვესტიციებს ადებინებდნენ, მათი ბელადი ჭიქით ხელში და ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს, ჩვენთან მობრძანდითო და ახლა, აქეთ აქვთ პრეტენზიები.

ვაშაძის და მათი რადიკალური პროცესები ზუსტად იმის მაგალითია, რაზეც ისაუბრა უსაფრთხოების სამსახურმა და რის შესახებაც ჩვენ, „ხალხის ძალამ" წერილი გავავრცელეთ", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×