რეზონანსი
22.09.2023

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“ წარმატებით დასრულდა საზაფხულო,  ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, რომელიც 17 ივლისიდან 17 სექტემბრამდე მიმდინარებდა. 13 სტაჟიორიდან უმეტესობამ უკვე მიიღო კომპანიაში დასაქმების შეთავაზება.

უმაღლესი სასწავლებლების და პროფესიული კოლეჯების სტუდენტები, ასევე ახლად კურსდამთავრებული ახალგაზრდები, სტაჟირებას გადიოდნენ კომპანიის შესაბამის დეპარტამენტებში და ჰესებზე. მათ პროფესიულ, პრაქტიკულ უნარჩვევების გამომუშავებაში უშალოდ პროფესინალი ენერგეტიკოსები თუ სხვა სპეციალისტები იყვნენ ჩართულები.

,,ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდები დაინტერესდნენ ენერგეტიკის დარგით, რათა კიდევ უფრო არ გაღრმავდეს დარგში კადრების კრიზისი. წლის ყველა სეზონში გვაქვს სხვადასხვა შეთავაზება ენერგეტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის, ასევე ვცდილობთ მომავალ სტუდენტებს გავაცნოთ და დავაინტერესოთ ენერგეტიკის დარგი“, - განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ტრაპაიძემ. მისი თქმით, კომპანია სთავაზობს ახალგაზრდებს აირჩიონ სინათლე. 

უკვე ყოფილი სტაჟიორებისთვის შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო გარდაბნის აირტურბუნულ ელექტროსადგურში ,,ჯი-ფაუერი“. მათ გადაეცათ სერტიფიკატებიც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×