
ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი, რომელიც რესპუბლიკელების პარტიიდან საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის კონკურენტია, უკრაინის ნატო-ში მიღების წინააღმდეგია. ინფორმაციას „ბლუმბერგი" ავრცელებს.
როგორც ფლორიდის გუბერნატორი აცხადებს, უკრაინის ნატო-ში წევრობა არ შედის აშშ-ის ინტერესებში.
„ეს უფრო მეტ ვალდებულებას აგვკიდებს და თუ თქვენ უფრო მეტ ვალდებულებას გაძლევთ, რა სარგებელს მივიღებთ სანაცვლოდ?", - თქვა რონ დესანტისმა.
მედიის ცნობით, ფლორიდის გუბერნატორმა ასევე გაიმეორა თავისი მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, არ მიაჩნია, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უნდა გამოუწეროს „ცარიელი ჩეკი" ( ის, სადაც ნებისმიერი თანხა შეიძლება შევიდეს უკრაინის დასახმარებლად), თუ კიევი „არ გამოიყენებს ბერკეტს კონფლიქტის დასასრულებლად".
დესანტისის ინტერვიუ მოჰყვა ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართულ შეხვედრას, რა დროსაც ზელენსკიმ ამერიკელ კანონმდებლებს მოუწოდა, გააგრძელონ უკრაინელი სამხედროების მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.