რეზონანსი
24.09.2023

ბაქოში დასრულებულ ძიუდოს გრანდ სლემზე მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვლმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში იგი ნეიტრალური დროშით გამომსვლელ ინალ ტასოევთან დამარცხდა. ტურნირზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა გელა ზაალიშვილს, მაგრამ ქართველმა ტემირლან ბაშაევთან წააგო. ბაქოს გრანდ სლემზე ბრწყინვალედ იჭიდავა და ოქროს მედალი დამსახურებულად მოიპოვა ილია სულამანიძემ (100კგ), რომელმაც ფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ მატვეი კანიკოვსკის დამაჯერებლად სძლია. დღეს ოთხი ქართველი - სოფიო სომხიშვილი (+78 კგ), ერეკლე ბაზიერიშვილი (100კგ), ვლადიმერ ახალკაცი და თორნიკე ფოლადიშვილი (ორივე - 90 კგ) გრანდ სლემს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობნენ.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე დღემდე მხოლოდ ერთი მედალი იყო, 22 ოქტომბერს ტურნირზე ვერცხლის მედლის მფლობელი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) გახდა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებიდან ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×