რეზონანსი
24.09.2023

„ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი ანსამბლ „სუხიშვილების" რეპეტიციაზე გადაღებულ ვიდეოს ეხმიანება, რომელსაც საზგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა:

„რატომ ითხოვს სუხიშვილების პროფესიული ცეკვის ანსამბლი მაღალ, გამხდარ, სწრაფ და მოქნილ მოცეკვავეებსო...დაბალი, მსუქანი, მოუქნელი და ზანტი მოცეკვავეების კონცერტზე სიარული ჯობია, ცხადია, მსოფლიომაც სასურველია ესეთი გვნახოს.

მოცეკვავეს რომ გარკვეული ფიზიკური მონაცემები სჭირდება-რა არის ამაში უცნაური?

ხარისხის სტანდარტია "სუხიშვილები" ქართულ ცეკვაში. უხარისხობა სამარკო ნიშანი გახადა ამ მთავრობამ. ხარისხიანი რაც გვაქვს, მოდით ბარემ ერთბაშად გავანადგუროთ, "იმ პიროვნება" -ტალიბანივით.

ნინო სუხიშვილი კი სამიზნეა, რადგან ნამდვილი პატრიოტია, პროფესიონალი და ქართულ საქმეს აკეთებს" - წერს სამადაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×