რეზონანსი
25.09.2023

სომხეთში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი და იმ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, რომელიც უცხო ქვეყნის აგენტურის მხილებას ეხება.

„ვაგრძელებთ განგაშის ზარებს: ერევანში დაკავებულია უკრაინის 57 მოქალაქე, აქედან ოთხი ქალბატონი - თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს კადრის (!) თანამშრომელია. უკრაინის რვა მოქალაქეს უკვე წაუყენეს ბრალი და მათ მიმართ აღძრული იქნება სისხლის სამართლის საქმეები შემდეგი მუხლებით: სამართალდამცველებზე თავდასხმა, ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა/გასაღება და სხვა.

ამ 57-დან, 44 ჩამოვიდა საფრანგეთიდან, ხოლო 13 - საქართველოდან. ნიშანდობლივია, რომ უკრაინელების დაკავება/დაპატიმრება მოხდა სომხეთში, რომელმაც დეკლარირებულად განაცხადა თავის დისტანცირებაზე რუსეთისა და ორგანიზაცია ОДКБ-დან.

რამდენი შემოგზავნილი უკრაინელი აგენტი, თუ მათი სპეცსამსახურების კადრის ოფიცერია საქართველოში, იმედია ამის შესახებ ჩვენი შესაბამისი ორგანოები საქმის კურსში არიან", - წერს დავით ქართველიშვილი საკუთარ facebook გვერდზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×