რეზონანსი
25.09.2023

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მორიგ წერილში ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე მსჯელობს.

„ქართველი აგენტები დავალებებს არა მაღალი დონიდან, არამედ სპეცსამსახურების მიერ საელჩოში განწესებული ნაკლებად კომპეტენტური ჩინოვნიკისგან იღებენ. დავალებებიც ამ ჩინოვნიკის მიერ არის მოფიქრებული. ასეთ პირობებში, ისე ხდება ხოლმე, რომ დავალების გამცემი ვერც მიზანს აღწევს და შემსრულებელი აგენტის რეპუტაციასაც კიდევ უფრო აზიანებს. ასე იყო ფარცხალაძის სანქცირების შემთხვევაშიც. გეგმის ავტორმა ჩინოვნიკმა ფარცხალაძის სანქცირებით სახელმწიფო ვერ დააზიანა და ამით იმედგაცრუებულმა, ბოლოს ზურაბიშვილს გადაადგმევინა არაფრისმომცემი და მისი რეპუტაციისთვის საზიანო ნაბიჯი.

სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი აგენტი არაა, ვისაც უფროსები ასე უხეშად მოექცნენ. ყველას გვახსოვს, როგორ აქციეს ბიძინა ივანიშვილის მიერ უმაღლეს დონეზე დაწინაურებული გახარია ერთ წუთში პოლიტიკურ და მორალურ არარაობად. ვიღაც ჩინოვნიკმა ჩათვალა, რომ გახარიას გადადგომით ხელისუფლებას ჩამოშლიდა და პოლიტიკური კარიერის ზენიტში მყოფი პრემიერ-მინისტრი ერთი ხელის მოსმით გადააყენა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×