რეზონანსი
28.09.2023

მე ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩემს ირგვლივ თუ რამე ხდება, ყველაფერი მაქვს გამჭვირვალე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას არავისთან არაფერი აქვს დასამალი.

„ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩემს ირგვლივ თუ რამე ხდება, ყველაფერი მაქვს გამჭვირვალე, მე არავისთან არაფერი არ მაქვს დასამალი, ყველაფერი არის გამჭვირვალე, თუ რამე გაინტერესებთ. ელიტური კორუფცია ახსენეთ თქვენ, ვინც ეს გამოაქვეყნა, ეკა გიგაური საზოგადოებას შევახსენებ, 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის პროცესში იყო ჩართული, მან გადაუხადა, თუ არ ვცდები, გარკვეული ბონუსები სპეცრაზმელებს და ა.შ. - ეს ცალკე თემაა, მაგრამ მეორე თემაა, რაც მინდა ვთქვა არავის არ გახსენებია და არც თქვენ, გამოგეძიებინათ, საიდან გამდიდრდა ერთ-ერთი ყველაზე გაჭირვებული სააკაშვილის მთავრობის წევრი ბატონი კეზერაშვილი. მარტო ერთი კეზერაშვილი და მისი კორუფცია გადაწონის მთელი ამ 30 წლის განმავლობაში მომხდარ სკანდალურ ფაქტებს.ადამიანი, რომელმაც გაძარცვა ჯარი, მთელი ევროპა გაძარცვა და ევროპის პენსიონერები, მილიარდ დოლარზე მეტი არის მოპარული და არავის კითხვა არ გიჩნდებათ. თქვენ ფინანსდებით ამ მოპარული, პენსიონერების ნაძარცვი ფულით ფინანსდება თქვენი ტელევიზია. ეს არის მთავარი პრობლემა",- განაცხადა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×