რეზონანსი
28.09.2023

დღეს უკრაინა უფრო ახლოსაა ალიანსის წევრობასთან, ვიდრე ოდესმე - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

სტოლტენბერგი უკრაინის დედაქალაქში დღეს ჩავიდა და ქვეყნის პირველ პირს შეხვდა.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე იზრდება, ხოლო რუსეთის ფედერაციის ქმედებების მხარდაჭერა მცირდება.

"ვილნიუსის სამიტის შემდეგ, ივლისში, ჩვენ ყველანი შევთანხმდით, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანდებოდა და სამი ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს იმისათვის, რომ ეს რეალობა ყოფილიყო", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, პირველია გაწევრიანების სამოქმედო გეგმის განხორციელების მოთხოვნის გაუქმება. მეორე - პროგრამის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულად თავსებადი გახდება ნატოს წევრი ქვეყნების ჯარებთან. მესამე - უპრეცედენტო დონეზე პოლიტიკური კავშირების გაძლიერება ნატოსა და უკრაინას შორის. საუბარია უკრაინა-ნატოს კომისიის შექმნაზე.

"ეს სამი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ უკრაინა ახლა ნატოსთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე... უკრაინის მომავალი ნატოშია. ჩვენ ვმუშაობთ ამისთვის", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსის წევრები გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას რუსული აგრესიისგან დასაცავად. სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს წევრმა ქვეყნებმა უკრაინას თითქმის 100 მილიარდი ევროს დახმარება გაუწიეს, რომლის ნახევარი ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×