რეზონანსი
01.10.2023

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი წარმომადგენელთა პალატის მიერ დროებითი ბიუჯეტის დამტკიცებას ეხმაურება, რომელშიც უკრაინის დახმარება არ მოიზრება.

როგორც ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამი, არ შეიძლება უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის შეწყვეტის დაშვება.

„მიუხედავად იმისა, რომ სპიკერი და კონგრესის აბსოლუტური უმრავლესობა მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას, ამ შეთანხმებაში არ არის ახალი დაფინანსება ამ მხარდაჭერის გასაგრძელებლად. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, დავუშვათ, რომ ამერიკული მხარდაჭერა შეწყდეს უკრაინის მიმართ. მე ველოდები, რომ სპიკერი დაიცავს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას", - აღნიშნა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მთავრობის დაფინანსებისთვის და მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად შეთანხმება დადო, თუმცა აღნიშნულ დოკუმენტში უკრაინის დახმარების საკითხი გათვალისწინებული არ არის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×