რეზონანსი
01.10.2023

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში პარლამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებთან აფეთქებები მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის შესასვლელს დანაღმული კომერციული ავტომობილი მიუახლოვდა და მანქანაში მყოფმა ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა.

თურქული მედიის ცნობით, დანარჩენი ტერორისტები უსაფრთხოების ძალებმა გაანალეიტრალეს.

თავდასხმის შედეგად, თურქეთის პოლიციის ორი თანამშრომელი დაშავდა. აფეთქების შემდეგ ტერიტორიაზე სროლის ხმა ისმოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×