რეზონანსი
01.10.2023

სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა ყარაბაღში რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის დაცვის მოთხოვნით.

სარჩელის ავტორები აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანმა „თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ზომებისგან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს მისი ვალდებულებების დარღვევა", რაც აღნიშნული კონვენციითაა გათვალისწინებული.

მედიის ცნობით, სომხეთი სასამართლოს სთხოვს, დაავალდებულოს ალიევის მთავრობა, რომ ყველას მისცეს შესაძლებლობა, დატოვოს ყარაბაღი, ასევე უზრუნველყოს გაერო-სა და წითელი ჯვრის წარმომადგენლების ხელმისაწვდომობა რეგიონის სომეხ მოსახლეობასთან.

გარდა ამისა, სომხური მხარე ითხოვს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა დატოვონ ყარაბაღის სამოქალაქო ობიექტები. ამასთან, სომხეთი მოითხოვს რეგიონში სომხური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დანგრევის აკრძალვას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×