რეზონანსი
03.10.2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის შეფასებით, აშშ-ის საელჩოს გუშინდელი განცხადება იყო სრულიად გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის.

„მე წავიკითხე საელჩოს განცხადება, გაოგნებული ვიყავი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ეს არის აბსოლუტურად შემაშფოთებელი განცხადება, რაც მოვისმინეთ. იმის მაგივრად, რომ გვენახა გამიჯვნა იმ პროცესებისგან, რაც პირდაპირ რევოლუციასთან არის დაკავშირებული, ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად განსხვავებული განცხადება. ეს აღმაშფოთებელია. 

ქართულ საზოგადოებას უნდა სიმშვიდე ამ ქვეყანაში და არ უნდა რევოლუცია და ის უბედურება, რაც რევოლუციამ მოუტანა, იგივე ჩვენს მეგობარ უკრაინას. საზოგადოების მოლოდინია, რომ აშშ-ის საელჩოსგან მოისმინოს განსხვავებული პოზიცია, პოზიცია, რომ მათი მხრიდან არ მოხდება რევოლუციური სცენარების მხარდაჭერა, თუმცა გუშინდელი განცხადება იყო სრულიად გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ გუშიმ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩოს ერთ-ერთი მხარდაჭერის პროექტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის მათი დახმარების მიზნებს. 

„USAID-ი საქართველოს მოსახლეობას 1992 წლიდან უჭერს მხარს, როგორც ყოველთვის, ეს მხარდაჭერა გამჭვირვალეა და მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას, განვიხილოთ ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება ჰქონდეს“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

მანამდე კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უწყებაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ახალი ინფორმაცია გაასაჯაროვა.

მანამდე კი, 18 სექტემბერს უწყებამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ გარკვეული პირები საქართველოში სამოქალაქო არეულობას გეგმავენ, რომლის მიზანია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და „ევრომაიდნის“ მოწყობა. კერძოდ, დესტრუქციული პროცესების დაწყების პერიოდად ოქტომბერ-დეკემბრი სახელდება, მთავარი შემსრულებლები კი გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ ბატურინი და მამუკა მამულაშვილი არიან. გეგმის განხორციელება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით არის დაგეგმილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×