რეზონანსი
03.10.2023

ოზურგეთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარეები ხიდიდან გადმოვიდა და ეზოები და საცხოვრებელი სახლები დატბორა. ადგილობრივებს დაზიანებული აქვთ ტექნიკა და ავეჯი.

ოზურგეთის მერის მოადგილის განცხადებით, სტიქიამ მუნიციპალიტეტში არაერთი პრობლემა შექმნა, დაზიანებულია ხიდები, საავტომობილო გზები და სამეურნეო მიწები. ყველა პრობლემურ ლოკაციაზე მუშაობენ, როგორც მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, ასევე, სამაშველო ჯგუფები.

წუხანდელი ძლიერი წვიმების შედეგად, დაიტბორა ბათუმი და ფოთიც. ქალაქებში გართულებულია ავტომობილებით გადაადგილება.

სამეგრელოში ამ დროისთვის გადაუღებლად წვიმს.

„რა გვეშველება, ყველაფერი გაგვიფუჭდა“, „როდის დასრულდება ეს წვიმები. საშინელებაა“, - წერენ ადგილობრივები სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×