რეზონანსი
03.10.2023

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის არ ჩამოსვლა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ უპატივცემულობაა. მისი თქმით, პრეზიდენტმა თვითონ აღიარა, რომ კონსტიტუცია დაარღვია.

"პრეზიდენტის არჩამოსვლა, რა თქმა უნდა არის უპატივცემულობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. ის იცლის არაკონსტიტუციური ვიზიტებისთვის, მაგრამ ვერ იცლის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩამოსასვლელად, რაც ძალიან სამწუხაროა. რაც შეეხება თვითონ საქმეს, არის ძალიან მარტივი, პირველი კურსის პირველი კაზუსი. შესაბამისად, ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილები.

პრეზიდენტმა თვითონ აღიარა, რომ მისი ვიზიტები იყო არაკონსტიტუციური. ამაზე მეტყველებს მისი განცხადებები, რომელიც მან საზღვარგარეთ ერთ-ერთ ტელევიზიას მისცა. მას თვითონ აქვს აღიარებული, რომ არღვევს კონსტიტუციას. შესაბამისად, ეს არის აბსოლუტურად ცხადი. მას განზრახ და ძალიან უხეშად აქვს დარღვეული საქართველოს კონსტიტუცია და ამ არაკონსტიტუციურ ქმედებებს აგრძელებს, რაც ბუნებრივია შემაშფოთებელია", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×