რეზონანსი
03.10.2023

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაიღუპა ორი ახალგაზრდა.

თვითმხილველების თქმით, ქალაქის ცენტრიდან მოძრავი „ტოიოტა პრიუსის" მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხესთან შეჯახების შემდეგ ამობრუნდა.

ადგილობრივების თქმით, დაღუპულია 22 წლის გოგო და 35 წლის მამაკაცი.

„22 წლის გოგონას დედა, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, გარე ვაჭრობით იყო დაკავებული და ოჯახს ისე არჩენდა. დედამისი გურჯაანიდან არის ყვარელში გამოთხოვილი, ძალიან მშრომელი ქალია. ქმარი გასულ წელს გარდაეცვალა და ორი ქალიშვილი ჰყავდა. ძალიან ბევრს შრომობდნენ. ბიჭი სხვა რეგიონიდან იყო ჩამოსული, ვაჭრობაში ეხმარებოდათ. შეძრულები ვართ, ეს რა მძიმე ამბავია"- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×