რეზონანსი
04.10.2023

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილის თქმით, რეალურად ახალგაზრდებს ტრენინგებით ასწავლიან, თუ როგორ მომზადდეს მოლოტოვის კოქტეილი და როგორ უნდა დაესხან თავს პოლიციელებს „საკუთარი ქვეყნის განვითარების“ მიზნით.

„ამაზე ვიძახი ზუსტად. ჩვენ ვაიძულეთ ცბიერი და ცრუ „პარტნიორი“ თავის მართლების პოზიციაში ჩამდგარიყო. ჩვენ დღეს ერთი ნაბიჯით ვუსწრებთ მათ მზაკვრულ ჩანაფიქრებს. რა სასიამოვნოა სიცრუის მოსმენა, როდესაც ფლობ სიმართლეს.

მთელმა საქართველომ მოისმინა რა ტიპის „ხელშეწყობას“ უწყობს ხელს USAİD-ი საქართველოს ახალგაზრდებში. ეს მათ „არა აქვთ არაფერი დასაკარგი“, ეს მათ განიხილავენ „სახარჯ მასალად“, ეს მათ ასწავლიან პოლონეთის ტყეებში, თუ როგორ მზადდება „მოლოტოვის“ კოქტეილი, თუ როგორ უნდა დაესხა თავს პოლიციელს, „საკუთარი ქვეყნის განვითარების“ მიზნით.

მათთვის ქართველი ახალგაზრდა არის მორიგი ვიეტნამელი, ერაყელი თუ სირიელი ბავშვი. სულ ერთია, ცოცხალი თუ განადგურებული თავის გეოპოლიტიკურ თამაშებში. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, თუ რა წვლილი შეატანინეს ამ ბავშვებს საკუთარ „ნათელ მომავალში“. საქართველოს ვერ გადააქცევენ მორიგ პოლიგონად - ეს არის გამორიცხული!“ - წერს ქართველიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×