რეზონანსი
05.10.2023

მელია ლევან ხაბეიშვილის თავის ტკივილად რჩება და ლევან ხაბეიშვილი - ნიკა მელიას გულისტკივილად. ეს პარტია დაშლილია, შიგნით მემკვიდრეობის, ძალაუფლების, უკანონო ფულისა და მედიის გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" მომავლის ლიდერი არ ჰყავს.

„ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს სამომავლო გეგმა, რის გამოც არჩევნებში მონაწილეობის ეშინია. ვხედავთ, რომ შუალედურ არჩევნებში ერთი კანდიდატიც ვერ დააყენეს. როცა პრეტენზია მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე გაქვს და არჩევნებში ერთ კანდიდატს ვერ აყენებ, ეს უკვე არის პოლიტიკური დიაგნოზი", - განაცხადა თალაკვაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელია სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პარტიის ახალმა მენეჯმენტმა „მოსვლიდან ხუთ დღეში დაივიწყა თავისი დაპირება, დაპირება, რომელზეც ბევრი ემოციური, ერთგული მხარდამჭერი წამოაგო, უთხრა, რომ მიშას თავისუფლება რეჟიმის შეცვლის გარეშეა შესაძლებელი. გავიდა ცხრა თვე და არ გვინახავს ერთი გადაკეტილი ქუჩა, არ გვინახავს ერთი მასშტაბური აქცია. ბოლო უმასშტაბო აქცია კი „ვივამედთან" სამი თვის წინ ვიხილეთ".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×