რეზონანსი
05.10.2023

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს დღეს ეწვია ჩეხეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია, რომელსაც მინისტრი პაველ ბლაჟეკი ხელმძღვანელობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სტუმრებს ჩეხეთთან დაკავშირებით ეროვნულ არქივში დაცული მასალა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გააცნეს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო როგორც საქართველო-ჩეხეთის დიპლომატიური ურთიერთობების ამსახველი მასალა, ისე საქართველოში მოღვაწე ჩეხი კულტურის მოღვაწეების ფოტოები და წერილობითი დოკუმენტები. ჩეხეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია თბილისში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×