რეზონანსი
07.10.2023

უახლოეს პერიოდში მასშტაბურ ფორმატში შევიკრიბებით, სადაც უკვე საბოლოოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას - სტატუს-კვომ, რომელიც პარტიაშია შექმნილი „ნაციონალური მოძრაობა" ორად გახლიჩა, ასევე გახლიჩა უსამართლობამ, უზნეობამ, ღირებულებებისგან დაცლამ, რასაც ასხივებდნენ პარტიაში არაფორმალური მმართველები, თუ ამ პარტიას ახალი სიცოცხლის შანსი მიეცემა არაფორმალური მმართველების გარეშე, ერთობა იქნება შესაძლებელი. არაფორმალური მმართველობის ქვეშ ერთობა იქნება გამორიცხული! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს სასტუმრო „ბილტმორში" განუცხადა, სადაც პარტიის წევრებთან და თანამოაზრეებთან ერთად შეხვედრა გამართა.

როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, გაცილებით უფრო მეტი თანამოაზრე ჰყავს იმ სიმართლეს და იდეას, რომელსაც წლებს განმავლობაში ემსახურება შეხვედრაზე მყოფი ხალხი და კატეგორიული მიუღებლობა აქვს, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობს" ახალია მენეჯმენტის და არაფორმალური მმართველობისადმი.

„ჩვენ ვიმსჯელეთ ყველა საკითხზე,პირდაპირ გეტყვით, ბევრი ადამიანი უკვე აყენებს საკითხს, რომ ბრძოლა რეჟიმის,ივანიშვილის წინააღმდეგ შეუძლებელია იმ პლატფორმიდან, რომელსაც წარმოადგენს არაფორმალური მმართველობა ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უახლოესი პერიოდი ყველა ადამიანთან შესახვედრად გამოვიყენოთ, მათ შორის მსგავს ფორმატში სხვადასხვა ქალაქებში. ასევე უახლოეს პერიოდში უფრო მასშტაბურ ფორმატში შევიკრიბებით, სადაც უკვე საბოლოოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას. თუ ეს სტატუს-კვო, რომელიც არის „ნაციონალურ მოძრაობაში" შექმნილი, რაც აუცხოებს პარტიის ათი ათასობით მხარდამჭერს, მეტიც, ისინი თანამშრომლობას გამორიცხავენ იმ ადამიანებთან, რომელთა გვარს და სახელს მე თვეების განმავლობაში ვახსენებდი და არცთუ ისე უსაფუძვლოდ, რა თქმა უნდა გადაწყვეტილება ადეკვატური იქნება. თუ შეისმინა იმან, ვინც უნდა შეისმინოს, რა თქმა უნდა, მათ აქვთ შანსი ერთობა ან ერთობაზე საუბარი კვლავ შესაძლებელი გახდეს. ყველაფერი დამოკიდებულია ამომრჩეველზე, პარტიის წევრზე და მხარდამჭერზე. კიდევ უფრო მეტი რამ არის დამოკიდებული იმ ხალხზე, ვინც პარტიის მართვის სადავეები მიიტაცა და მე მგონი, დღეს იქით მაინც პროპაგანდისტულ გზავნილს ვერავინ ვერავის აკადრებს, რომ თითქოს ვიღაცამ არჩევნები წააგო, განაწყენდა და ამიტომ ვართ თითქოს ოპოზიციაში. ჩვენ ოპოზიციაში ვართ უსამართლობასთან, უღირსობასთან, არაფორმალურ მმართველობასთან. ჩემი ამოცანა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთობა სწორი ხალხის ერთობის სახით, ერთობა სადაც არსებობს ხალხის ინტერესი და არა ფულიანი ადამიანების, მილიონერთა კლუბის წარმომადგენელთან ინტერესი.ეს ერთობა ჩემთვის არის ძვირფასი", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, 9 თვეა პარტია „ნაციონალურ მოძრაობის" გახლეჩა ხდება.

„9 თვეა პარტიას ხლეჩენ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე წყალი დაესხას. ეს მათდა სამწუხაროდ თუ სასახელოდ, არ ვიცი, როგორც უნდა ისე გაიგონ, გამოუვიდათ. ამის მიუხედავად ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ,რომ შესაძლებელი გახდეს ყველა პატრიოტის ერთობა. სწორმა ადამიანმა,ვინც კი, არსებობს „ნაციონალური მოძრაობის" პლატფორმაში თავი უნდა იგრძნოს მართალ ადამიანად და არა,. არაფორმალური მმართველების მიერ მართულად", - განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, შეხვედრები გაგრძელდება ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×