რეზონანსი
08.10.2023

სამხრეთ კავკასიას მშვიდობა სჭირდება. ახლა არის ამის დროს. როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, ყოველთვის მხარს ვუჭერთ ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც საქართველო უჭერს მხარს აზერბაიჯანს. მხარდამხარ ვუდგავართ ერთმანეთს, ეს არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

„დღეს საუბარი გვინდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგომარეობის ნორმალიზების შესახებაც. მეორე ომმა, რომელიც ყარაბაღში მოხდა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გამოიწვია და დღეს ჩვენ უნდა ვიმუშაოთ აქტიურად სამშვიდობო შეთანხმებაზე სომხეთთან. იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ და ასე შევქმნით პოლიტიკურ გარემოს სამხრეთ კავკასიაში, სადაც სამმხრივი თანამშრომლობა წარიმართება სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ჩართულობით. ეს იქნება წარმატებული თანამშრომლობა ენერგეტიკის, ვაჭრობის, საინვესტიციო თუ ბევრი სხვა მიმართულებით. ეს შესაძლებლობა გვაკლდა, რადგან აზერბაიჯანის ტერიტორია წლების განმავლობაში ოკუპირებული იყო. დადგა დრო, რომ ეს შესაძლებლობა არ დავკარგოთ. ჩვენ ამ სიტუაციაში საქართველოს ჩართულობა გვჭირდება და მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ მზად არის დახმარება აღმოგვიჩინოს ამ საკითხთან მიმართებით და გვთავაზობს მის როლს, როგორც ფასილიტატორის როლს. თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, ჩვენ მყისიერად დავიწყებთ, ორმხრივ და სამხრივ შეხვედრებს აქ, საქართველოში", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×