რეზონანსი
08.10.2023

პირდაპირი საბოტაჟი საქართველოს ევროინტეგრაციისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების მტრობა, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების" დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა EURACTIV-ში გამოქვეყნებული სტატია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის" დამფუძნებლის, სერგი კაპანაძის ავტორობით, სადაც კაპანაძე საუბრობს 10 პირობაზე, რომელსაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის მიდგომა უნდა დაეყრდნოს.

იონათამიშვილის შეფასებით, სტატიაში გამოთქმული მოსაზრება დეპოლარიზაციის კონტექსტში „დაკავებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრობლემის მოგვარების შესახებ" ეწინააღმდეგება სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპს.

"ნებისმიერი საკითხის დაყენება დღის წესრიგში, რომელიც არ არის 12 რეკომენდაციის და ასოცირების დღის წესრიგის ნაწილი, არის პირდაპირი საბოტაჟი საქართველოს ევროინტეგრაციის და ჩვენი ქვეყნის ინტერესების მტრობა. მითუმეტეს, ისეთი საკითხების, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპს, როგორიცაა, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის საკითხი. მაგრამ ჩვენ ეს არ გვიკვირს ისეთი ორგანიზაციებისგან, რომელიც სინამდვილეში არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი და აქედანაც ჩანს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს იმის ინტერესი, რომ ჩვენმა ქვეყანამ გადადგას წინ ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე, ისინი ამ პროცესს უშლიან ხელს, მაგრამ სინამდვილეში, ისინი მხოლოდ საკუთარ ფიასკოს განიცდიან", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×