რეზონანსი
08.10.2023

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანში ვიზიტი უკვე დაგეგმილი აქვს.

ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას, იცოდა თუ არა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტის შესახებ და თუ იგეგმება მასთან შეხვედრა.

"პრეზიდენტი (ილჰამ ალიევი) ჩამობრძანდა საქართველოში, მან სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ეს არის დღეს მოცემულობა. ეს ურთიერთობები გაგრძელდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრს აზერბაიჯანში მომავალი ვიზიტი უკვე დაგეგმილი აქვს. ეს არის ის დინამიკა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით 2 ქვეყნის ლიდერს შორის, რომლებიც საუბრობენ, თუ როგორ გააძლიერონ და გააღრმაონ ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული სტრატეგიული და უმნიშვნელოვანესი ურთიერთობები", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×