რეზონანსი
08.10.2023

„ნაციონალური მოძრაობა" იქნება მონაწილე და გაიზიარებს პროდასავლური პარტიების სამოქალაქო საზოგადოების წინადადებებს, კოორდინაციულ მუშაობას, სტრატეგიას. ჩვენ სწორედ ასე შევძლებთ რუსული პარტიის დამარცხებას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, დღეს საზოგადოების წარმომადგენლებსა და პროდასავლური, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა, სადაც მთავარი თემა ევროპული მომავლის დაცვა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების ირგვლივ გაერთიანება იყო.

მათივე ცნობით, შეხვედრას ლევან ხაბეიშვილიც ესწრებოდა.

„მნიშვნელოვანია ის ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპაში და არა რუსეთში, ჰქონდეს საერთო სტრატეგია და ეს შეხვედრაც ემსახურება შემდეგს, რომ პროდასავლურ ფლანგზე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო ჯგუფებს ჰქონდეს კოორდინაცია. ძალიან კარგია, მივესალმები და ყველა ჯერზე „ნაციონალური მოძრაობა" იქნება მონაწილე და გაიზიარებს პროდასავლური პარტიების სამოქალაქო საზოგადოების წინადადებებს, კოორდინაციულ მუშაობას, სტრატეგიას და ჩვენ სწორედ ასე შევძლებთ რუსული პარტიის დამარცხებას", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×