რეზონანსი
08.10.2023

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში ორი ისრაელელი ტურისტი და მათი ეგვიპტელი გიდი მოკლეს.

გარდა ამისა, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრილია ისრაელის ერთი მოქალაქე, რომლის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მედიის ცნობით, ისრაელელი ტურისტების ჯგუფს ცეცხლი პოლიციელმა გაუხსნა. გავრცელებული ინფორმაციით, ოფიცერი ამჟამად დაკავებულია.

„დღეს, დილით, ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში ისრაელელთა ჯგუფის ტურისტული ვიზიტის დროს ადგილობრივმა მათ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ისრაელის ორი მოქალაქე და ადგილობრივი ეგვიპტელი გიდი დაიღუპა", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

როგორც „ბიბისი" წერს, ეს არის პირველი ასეთი თავდასხმა ისრაელელებზე ეგვიპტეში ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×