რეზონანსი
08.10.2023

ეს ადამიანები რასაც აკეთებენ, არის თვითლუსტრაცია, საიდანაც კარგად ჩანს, როგორ უყურებენ ქვეყანას და ქვეყნის მომავალს. სწორედ ასე დაიწყო გასულ წელსაც საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესის წინ მათი აქტივობები. სწორედ მათ მიერ იყო დაწყებული საუბარი წინაპირობების შესახებ და საქართველომ უსამართლოდ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირისგან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭირიშვილი გამოეხმაურა „საქართველოს რეფორმების ასოციაციის" დამფუძნებლის, სერგი კაპანაძის ავტორობით EURACTIV-ში გამოქვეყნებული სტატიას, სადაც კაპანაძე საუბრობს ათ პირობაზე, რომელსაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის მიდგომა უნდა დაეყრდნოს.

„ეს არის იმის შედეგი, რომ ქვეყანაში არიან ძალები, რომლებიც არა ქვეყნის წინსვლაზე ფიქრობენ, არამედ ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანამ არც წინ გადადგას ნაბიჯი და არც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიიღოს რაიმე სარგებელი", - განმარტა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×