რეზონანსი
08.10.2023

ისრაელის სამხედრო-პოლიტიკურმა კაბინეტმა, ძირითადი კანონის "40-ე მუხლის" შემოღებას დაუჭირა მხარი, რაც ომის ოფიციალურ გამოცხადებას ნიშნავს. გადაწყვეტილება გუშინ ღამით იქნა მიღებული. ამის შესახებ, ინფორმაცია ისრაელის პრემიერ - მინისტრის X-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

"ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც "ჰამასის" სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა.მისი პირველი ეტაპი რამდენიმე საათში, ისრაელის ტერიტორიაზე შემოჭრილი მტრის განადგურებით დასრულდება", - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დღეს განაცხადა.

ცნობისთვის, ისრაელზე შეტევა პალესტინის მხრიდან 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან დაიწყო. "ჰამასმა", თავდასხმის პირველ დღეს, ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 5000 რაკეტა ისროლა. ამასთან, მებრძოლები ისრაელის ტერიტორიაზე ხმელეთიდან და ზღვიდანაც შეიჭრნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×