რეზონანსი
09.10.2023

თბილისის მერია, ძლიერი ქარის გამო დედაქალაქში შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. "ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. ხეების წაქცევის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა სხვადასხვა ლოკაციაზე, რამაც ელექტროსადენები დააზიანა. ადგილი ჰქონდა კედლის ჩამოშლის ფაქტს მარიჯანის ქუჩაზე.

ძლიერმა ქარმა ძირითადად საბურთალოს და ვაკის რაიონები დააზარალა.

თბილისის მერიის შესაბამისი უწყებები, გამგეობების წარმომადგენლები იმყოფებიან ყველა პრობლემურ ადგილზე, მიმდინარეობს ხეებისგან გზების გაწმენდა. საჭიროების შემთხვევაში მოქმედებს მერიის ცხელი ხაზი: 2722222," - აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×