რეზონანსი
09.10.2023

ისრაელში მყოფი და საქართველოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის 11 ოქტომბერს 11:40 სთ-ზე ჩაინიშნა "საქართველოს ავიახაზების" დამატებითი რეისი თბილისის მიმართულებით.

ინფორმაციას ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია სოციალურს ქსელში აქვეყნებს. "ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ინტერნეტით. მოთხოვნასთან ერთად, შესაძლებელი იქნება დამატებით სხვა რეისის ჩანიშვნაც.

მადლობა ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს და ჩვენს მეგობარ Miri Regev מירי רגב-ს საქართველოს მთავრობის თხოვნის დროულად დაკმაყოფილებისთვის," - წერს ლაშა ჟვანია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×