რეზონანსი
09.10.2023

ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია განმარტავს წესებს, რომელიც მოქალაქეებმა განგაშის დროს უნდა დაიცვან.

ჟვანიას თქმით, წესები, რომელსაც ისრაელის მთავრობა ადგენს, მარტივია - განგაშის დროს მოქალაქეები თავშესაფარში უნდა შევიდნენ. ამასთან, როგორც ლაშა ჟვანიამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „თავისუფალი სტუდია" განაცხადა, საელჩოს ბოლო 3 დღის განმავლობაში 24-საათიან რეჟიმში აქვს კომუნიკაცია ისრაელის სახელისუფლებო სტრუქტურებთან, ჯარის სამსახურთან და ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან.

„ის წესები, რის შესრულებასაც ისრაელის მხარე გვთავაზობს, ელემენტარულია. მაგალითად, განგაშის დროს დაცულ თავშესაფარში უნდა შევიდნენ. როგორც წესი, ადამიანს ერთი წუთი და წუთ ნახევარი აქვს, რომ მშვიდად წავიდეს თავშესაფარში. შენობაში თუ თავშესაფარი არ არის, მაშინ შენობაში კიბის უჯრედში უნდა განთავსდნენ. თუკი ადამიანი შენობის ბოლო სართულზე ცხოვრობს, ერთი სართულით დაბლა უნდა ჩავიდეს - კიბის უჯრედში, ასე ვაკეთებ მე. სადაც მე ვცხოვრობ, არ არის თავშესაფარი, არ არის ახალი შენობა, ამიტომ ერთი სართულით დაბლა ჩავდივარ და კიბის უჯრედში შევდივარ, ასე ველოდებით განგაშის დასრულებას", - განაცხადა ჟვანიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×