რეზონანსი
12.10.2023

გვინდა ერთად შევქმნათ ძლიერი ევროპა. გვინდა, უახლოეს მომავალში დავინახოთ, რომ ორი კავშირი, ორი ქვეყანა ეკუთვნის ერთსა და იმავე პოლიტიკურ კავშირს - ევროკავშირს. ღმერთმა დალოცოს საქართველო, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, არ არის ადვილი, იყო ქრისტიანი ევროპაში, არ არის ადვილი მართო ქრისტიანული მთავრობა ევროპაში.

„ინფრასტრუქტურული თანამშრომლობის პროგრამები აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი, უნგრეთი, „მწვანე დერეფანი" გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ევროკავშირისთვის ეს გახლავთ უზარმაზარი პროექტი, რომელზეც ვსაუბრობთ და მრავალი წლების განმავლობაში მომავალში ეკონომიკური ზრდის წყარო იქნება ყველა მონაწილე წევრი ქვეყნისთვის. ჩვენ ხელი მოვაწერეთ მთელ რიგ ორმხრივ შეთანხმებებს, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული იდეები ეკონომიკური თანამშრომლობის, სოფლის მეურნეობის, წყლის რესურსებით მართვის, ფარმაცევტულ-ფისკალურ ინდუსტრიაში. ჩვენ გვაქვს ფლაგმანი ინიციატივები უნგრულ კომპანიებთან, საავიაციო კომპანიებთან, რომლებიც არიან ბაზრის ლიდერები თქვენს ქვეყანაში, რომლებიც ასევე გზას უკვალავენ სხვა კომპანიებს. ჩვენ, 80 სტიპენდიას გავცემთ ქართველ სტუდენტებზე, რომ უნგრეთში ჩამოვიდნენ. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია მათი მიღება, მაგრამ ეს არის ინვესტიცია საქართველოში.

პრემიერმა განაცხადა, რომ მეგობრობისთვის ორივე ქვეყნისთვის ღრმა საფუძველი გახლავთ ერთიანი, ქრისტიანული ტრადიცია. არ არის ადვილი, იყო ქრისტიანი ევროპაში, არ არის ადვილი მართო ქრისტიანული მთავრობა ევროპაში. ვთვლი, რომ ჩვენი ქრისტიანული ტრადიციები გახლავთ უმაღლესი ღირებულების. ჩვენ მივესალმებით, თუ ქვეყნები გადაწყვეტენ დაუახლოვდნენ ევროკავშირს, რომელიც ამ მემკვიდრეობაზე დგანან. ჩვენ კარგი განზრახვით მოვედით, ჩვენ გვინდა ერთად შევქმნათ ძლიერი ევროპა. გვინდა, უახლოეს მომავალში დავინახოთ, რომ ორი კავშირი, 2 ქვეყანა ეკუთვნის ერთსა და იმავე პოლიტიკურ კავშირს, ევროკავშირს. ღმერთმა დალოცოს საქართველო",-აღნიშნა ორბანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×