რეზონანსი
12.10.2023

საქართველოში მმართველი პარტიის მხრიდან არავითარი ანტიამერიკული კამპანია არ იწარმოება - თუ ზოგიერთ შემთხვევაში აშშ-ს ელჩის გამონათქვამის კრიტიკა იყო, არ შეიძლება ეს ანტიამერიკულ კამპანიად ჩაითვალოს, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, მათი სურვილია აშშ-საქართველოს ურთიერთობების ახალ სიმაღლეებზე აყვანა.

„ამაში ელჩის როლის ფასდაუდებელია. მინდა აშშ-ს ახალ ელჩს ამ საქმიანობაში დიდი წარმატება ვუსურვო და სამი წლის თავზე საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გამყარება ერთად ვიზეიმოთ. არასწორია როდესაც ერთი ოფიციალური პირის მიმართ კრიტიკის განზოგადება ხდება. ვინმემ მე რომ გამაკრიტიკოს და ეს ანტიქართულ კამპანიად ჩაითვალოს, სწორი არ იქნება. ოპოზიციის განცხადებები იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ანტიამერიკულ კამპანიას ეწევა ხელისუფლების დაზიანების მიზანს ემსახურება", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×