რეზონანსი
14.10.2023

სამწუხარო ფაქტია, როდესაც ოპოზიცია და ამაში აიყოლიეს საკუთარი ტელევიზიები, სპეკულირებენ, რომ საქართველო არ ასრულებს რომელიმე რეკომენდაციას. თვით ევროკავშირის შეფასებებშიც კი არ არის საუბარი იმაზე, რომ ვინმე არ ასრულებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის შეფასებებში საუბარია საქართველოს პროგრესზე და იმ კონკრეტულ დეტალებზე, რომლებზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

„საუბარია იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი, თუმცა არის კონკრეტული დეტალები, რომლებსაც სჭირდება შესაბამისი რეაგირება. იცით, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ, ბატონი ბორელი იმყოფებოდა აქ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და ოფიციალური შეხვედრის გარდა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ეტაპი ჩვენს თანამშრომლობაში, სადაც დავაკოორდინირეთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც უნდა მიგვეღო, რომლებიც უნდა დაგვეზუსტებინა და ეს პროცესი მიმდინარეობს. საქართველოს პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებია ინიცირებული, მნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა იქნა შემოთავაზებული დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს ოქტომბრის ბოლოს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×