რეზონანსი
14.10.2023

ვხედავთ, რომ რეალურად, დავით კეზერაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი არიან დღეს „ნაციონალური მოძრაობის" სათავეში, რაც მოასწავებს იმას, რომ ზუსტად იგივე მმართველობის სტილი გვექნება იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნდება, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის და პარტიის მენეჯმენტის კვიპროსში, დავით კეზერაშვილთან ვიზიტს.

ჩიქოვანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებები იმის შესახებ, რომ პარტიაში ჩრდილოვანი მმართველობა არ არსებობს, მათსავე ქმედებებს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, კეზერაშვილთან შეხვედრა იმის ღია განაცხადია, რომ ქართულ პოლიტიკაში დიდი რაოდენობით კრიმინალური ფული უნდა შემოვიდეს.

„მგონი ერთმანეთს ეწინააღმდეგება მათი ქმედებები და განცხადებები. ვთვლი, რომ ეს არის ღია სიგნალი და დარწმუნებული ვარ, ამაზე შესაბამისი რეაგირება ექნება ჩვენს საზოგადოებასაც და საერთაშორისო პარტნიორებსაც, იმიტომ, რომ ეს პრაქტიკულად განაცხადია, რომ ქართულ პოლიტიკაში უნდა შემოვიდეს დიდი ოდენობით კრიმინალური ფული, რომელიც კრიმინალური გზებით არის მოპოვებული საქართველოში და რომელიც კრიმინალური საშუალებით არის წართმეული და მოტყუებით გამორთმეული ევროპელი პენსიონერებისათვის", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×