რეზონანსი
14.10.2023

ღაზას სექტორში, სალაჰ-ად-დინის ქუჩაშე, რომელზეც პალესტინელებისთვის ისრაელის მიერ შეთავაზებული ერთ-ერთი საევაკუაციო მარშრუტი გადის თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ დროს მშვიდობიანი მოსახლეობა ღაზის სამხრეთისკენ მიემართებოდა. შედეგად, ადგილზე სულ მცირე 12 ცხედარია აღმოჩენილი. უმეტესობა ქალები და მცირეწლოვანი ბავშვები არიან.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ადგილზე 70 ადამიანი დაიღუპა და თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებენ. ისრაელის თავდაცვის ძალები კი აცხადებენ, რომ მომხდარს იკვლევენ, მტრები კი მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციაში ხელს უშლიან.

„ცახალმა" ღაზას მოსახლეობას ევაკუაციისკენ პარასკევს მოუწოდა და ამისთვის 24 საათი მისცა. ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ასეთ მოკლე ვადაში მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია შეუძლებელია.

„ჰამასის" ხელმძღვანელობამ კი მოსახლეობამ ისრაელის განცხადების იგნორირებისკენ მოუწოდა და მას „ფსიქოლოგიური ომის" ნაწილი უწოდა.

დღეს ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცახალი") ღაზას მოსახლეობას სექტორის სამხრეთისკენ ევაკუაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და უსაფრთხო საევაკუაციო მარშრუტების რუკა გამოაქვეყნა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა" აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა" გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის" ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×