რეზონანსი
14.10.2023

უკვე ნამდვილად თვალნათლივ ჩანს, რომ ევროპული სახელმწიფოები რეალურად ხედავენ და აფასებენ იმ პროგრესს, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველომ მიაღწია ევროკავშირისკენ სავალ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ამასთან, ქადაგიშვილის თქმით, ამ კუთხით ძალიან ნიშანდობლივი იყო ვიქტორ ორბანის საქართველოში სტუმრობა. მისივე განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ყველაზე უფრო მეტად, მკაფიოდ, ცალსახად გამოხატა საქართველოს მიმართ ურყევი თანადგომა.

„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ეს სასიხარულო გზავნილი არ მოსწონს, გამომდინარე იქიდან, რომ მათი მიზანი არ არის, საქართველომ წელს მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არა მარტო უნგრეთის მხარდაჭერა, არა მარტო ბულგარეთის პარლამენტის მიერ გამოხატული მკაფიო მხარდაჭერა, არამედ პრინციპში ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს ყველა ლიდერის, ევროსაბჭოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოთქმული მხარდაჭერა იმედს გვაძლევს, რომ გადაწყვეტილება წლის ბოლოს მიღებული იქნება საქართველოს სასარგებლოდ. ეს გადაწყვეტილება არის სწორედ იმ დამსახურებიდან, იმ რეალური პროგრესიდან გამომდინარე, რაც საქართველოს გააჩნია. არ მომერიდება თქმა, რომ საქართველომ, კანდიდატ ქვეყნებს შორის, მოლდოვისა და უკრაინის, აღმოსავლეთ და ბალკანეთის მთელ რიგ ქვეყნებთან შედარებით, მართლაც საგრძნობ პროგრესს მიაღწია", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×