რეზონანსი
14.10.2023

მისასალმებელია ვოლოდიმირ ზელენსკის სურვილი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, მაგრამ ჩვენ განზრახვა გვაქვს, რომ ეს მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი განვითარების გზით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ომით ხდება მხოლოდ დაშლა და არა აღდგენა.

„პირველ რიგში, მინდა, უკრაინას ვუსურვო რომ იყოს წარმატებული, მშვიდობიანი და ერთიანი სახელმწიფო. ამას ვუსურვებ მთელი სულით და გულით. არცერთი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა არ უნდა იყოს მისაღები, მაგრამ ჩვენ, საქართველო არ ვუკავშირებთ გარკვეულ სამხედრო მოქმედებებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. აქედან გამომდინარე, მისი სურვილი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, მისასალმებელია, მაგრამ ჩვენ განზრახვა გვაქვს, რომ ეს აღდგეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი განვითარების გზით. ჩვენ საქმე გვაქვს კავკასიასთან, იმ ხალხთან, რომელიც ისტორიულად ცხოვრობს საქართველოში ქართველებთან ერთად. ომით არ აღდგება, ომით იშლება, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით აღდგება ეს ერთობა საქართველოში", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული აგრესიისგან უკრაინის თავდაცვის წყალობით საქართველოს ახალი პერსპექტივები გაეხსნება, აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×