რეზონანსი
14.10.2023

ჩვენ ჩვენი სამშვიდობო გეგმა გვაქვს. არ ვეტრფით და არ ვესწრაფვით მხოლოდ ტერიტორიებს, ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა მშვიდობიანად უნდა მოახერხონ თანაცხოვრება, - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ უკრაინის პრეზიდენტის განაცხადების კომენტირებისას.

„ვუსურვებდი უკრაინელ ხალხს, რომ მათმა ხელისუფლებამ ჯერ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოახერხოს. რაც შეეხება საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს, ჩვენ ჩვენი სამშვიდობო გეგმა გვაქვს, არ ვეტრფვით და არ ვესწრაფით მხოლოდ ტერიტორიებს, ჩვენ გვჭირდება ხალხი, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები. ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა მშვიდობიანად უნდა მოახერხონ თანაცხოვრება. უნდა მოახერხონ ერთმანეთის გულების და შემდეგ, რა თქმა უნდა, მიწის დაბრუნება. ჩვენ არავის ჭკუის დარიგება არ გვჭირდება", - განაცხადა ოდიშარიამ.

უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს „ისტორიულ გზაგასაყარს უწოდებს". ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ შავი ზღვის რეგიონთან მეზობელ სამხრეთ კავკასიაში ცვლილებების წყალობით ახალი პერსპექტივები გაჩნდება. უკრაინის პრეზიდენტი საკუთარ განცხადებაში შეეხო საქართველოსაც და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×