რეზონანსი
14.10.2023

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონგრესმენები გააფრთხილა, რომ უახლოეს კვირებში აზერბაიჯანი შესაძლოა სომხეთში შეიჭრას. ამის შესახებ Politico წყაროებზე დაყრდნობით წერს.

როგორც მათ გამოცემას უთხრეს, ენტონი ბლინკენმა ეს თემა დემოკრატი კონგრესმენების მცირე ჯგუფთან 3 ოქტომბერს, ტელეფონით განიხილა.

სახელმწიფო მდივანმა და კანონმდებლებმა განიხილეს ზომები, რომელიც აშშ-მ შეიძლება საპასუხოდ მიიღოს. კერძოდ, ბლინკენმა განაცხადა, ვაშინგტონი ბაქოს სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს.

როგორც Politico წერს, სახელმწიფო დეპარტამენტში ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აშშ მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×