რეზონანსი
14.10.2023

ლონდონის ტრაფალგარის მოედანზე პოლიციასა და პალესტინელთა მხარდამჭერი დემონსტრანტების ჯგუფს შორის დაპირისპირება მოხდა. ინფრომაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი" ავრცელებს.

მანამდე, პროპალესტინური აქციის ათასობით მონაწილემ მსვლელობა გამართა ლონდონის ცენტრში. მათ ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა მოითხოვეს.

დემონსტრაციის დასრულებისას პოლიციამ განაცხადა, რომ დააკავა შვიდი ადამიანი, მათგან ოთხი პირი სამართალდამცველებმა ნიღბის მოხსნაზე უარის გამო დააკავეს.

საპროტესტო მსვლელობის დაწყებამდე პოლიციამ დემონსტრაციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ დააკავებდნენ ყველას, ვინც დაჯგუფება „ჰამასის" ან ტერორისტულად აღიარებული სხვა ჯგუფის მხარდამჭერ დროშას ან ბანერს გაშლიდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×