რეზონანსი
15.10.2023

„იმედის კვირის" გადამღები ჯგუფი ისრაელში იმყოფებოდა. ცხელ წერტილში მარიამ ოშხნელი და გიორგი რომანაძე მუშაობდნენ. ისინი შეხვდნენ ქართველს, რომელიც „ნოვა ფესტივალზე" იმყოფებოდა, ესაუბრნენ ქართველ ექიმებს, რომლებიც აშკელონის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობენ.

გადამღები ჯგუფი ისრაელში საქართველოს ელჩ ლაშა ჟვანიასაც შეხვდა.

„არ არის ევაკუაციის საჭიროება დღეს ისრაელში. ისრაელი სრულად აკონტროლებს თავის ტერიტორიას, სრულად აკონტროლებს იმ პროცესებს, რომლებიც დღეს ღაზას სექტორში მიმდინარეობს", - განაცხადა ჟვანიამ.

ამ პერიოდში გადამღები ჯგუფის სიცოცხლე „რკინის გუმბათმა" რამდენჯერმე იხსნა.

როგორი იყო მოგზაურობა საქართველოდან ისრაელამდე და რას ამბობენ „ჰამასის" თავდასხმას გადარჩენილები - დეტალები ნახეთ „იმედის კვირის" სიუჟეტში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×