რეზონანსი
15.10.2023

ისრაელში ყველაზე სახიფათო ტერიტორიად კვლავ სამხრეთი, ქალაქები აშდოდი და აშკელონია, სადაც საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი განგაშის ხმა განუწყვეტლივ ისმის.

აშკელონის საკრებულოს დეპუტატი დავით აბრამიშვილის განცხადებით, დღეს ოჯახთან ერთად დროებით დატოვაო აშკელონი, რადგან მტრის მერ ნასროლი ჭურვი მის სახლთან ახლოს ჩამოვარდა.

მისივე თქმით, უკან ხვალ დილით ბრუნდება, რათა მოქალაქეებს დახმარება აღმოუჩინოს.

"დღეს გამოვიყვანე ოჯახი აშკელონიდან იმის გამო, რომ სახლთან ახლოს რაკეტა ჩამოვარდა. პრიმიტიულ ბომბებს ამზადებენ. დღემდე 119 რაკეტა ჩამოვარდა, აშკელონში, სულ 1200 ბომბი გამოუშვეს.

დავტოვე ქალაქი,რათა ოჯახი გამომეყვანა, თუმცა ხვალ დილით ვბრუნდები, რათა დავეხმარო თანამოქალაქეებს. ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. ხალხი გადის ქალაქიდა. უმეტესწილად ვეხმარებით ხანდაზმულ ადამიანებს, ვისაც უჭირს წამლისა და საჭმლის მომარაგება. აშკელონიდან გამოგვყავს ხალხი, რომელიც უსახლკარო დარჩა, ვეხმარებით, რომ თელავივში გადავიდნენ. ჯერ არ დამთავრდება ომი, დრო სჭირდება, მაგრამ ვიცით, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა აშელონის საკრებულოს დეპუტატმა, დავით აბრამიშვილმა.

მისივე თქმით, თავდაცვის ძალებმა იცის რა მიმართულებით ისვრის "ჰამასი" რაკეტებს, ამიტომ იმედი აქვს, რკინის გუმბათი კიდევ უფრო მეტ რაკეტას გამოიჭერს და ააფეთქებს.

"რკინის გუმბათი კარგად მუშაობს, თითქმის 85% დაიჭირა. ექსპერტები აცხადებენ, რომ "ჰამასს" ირანი დაეხმარა. უკვე ვიცით როგორ უშვებენ რაკეტებს და იმედი გაქვს, რომ უფრო მეტს გამოიჭერს და უფრო მეტს ააფეთქებს", - განაცხადა დავით აბრამიშვილმა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×