რეზონანსი
15.10.2023

15 ოქტომბერს ისრაელმა ლაზერული სარაკეტო თავდაცვის სისტემა სახელწოდებით "რკინის სხივი" პირველად გამოიყენა.

სოციალურ ქსელებში ღაზას მიერ გასროლილი რაკეტების ლაზერით განადგურების ვიდეოები ვრცელდება.

მანამდე, 14 ოქტომბერს, მედია აღნიშნავდა, რომ ისრაელის არმია მზადაა, გამოიყენოს ლაზერული იარაღი.

როგორც უცხოური მედია წერს, ეს არის ახალი სისტემა, რომელიც 2022 წელს გამოსცადეს.

როგორც ცნობილია, აქამდე ისრაელის ძალები რკინის გუმბათის სისტემას იყენებდნენ, რათა ტერიტორია საჰაერო საფრთხეებისგან დაეცვათ.

"რკინის სხივი", რომელიც დაფუძნებულია სისტემის ლაზერულ გამოყენებაზე ზუსტად ისეთივე ეფექტიანია როგორც უკვე არსებული სისტემა, თუმცა გაცილებით იაფი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×